რაც შეეხება ინფორმაციას შპს GBC-ს შესახებ, კომპანია (ს/კ 01024005562) შეიქმნა 2013 წლის 21 იანვარს და მისი დამფუძნებლები იყვნენ ამირან ჟღენტი და გოჩა ჯიხვაშვილი, ხოლო დირექტორი ლევან კიკნაველიძე. 2013 წლის 5 ივნისს მფლობელთა შორის, თანაბარი წილით (33,3%, შემდგომ 25%), გამოჩნდა ხელისუფლებაში მყოფი (ამჟამად ყოფილი) „თავისუფალ დემოკრატთა“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის შვილი ლევან ახვლედიანი (დაბადებული 06.02. 1992). შემდგომში ლევან ახვლედიანის წილი გადაფორმდა გიორგი ახვლედიანი დაზე - ქეთევან ახვლედიანზე (დაბადებული 14.11.1970). 2013 წლის 21 იანვარს დამფუძნებლებს დაემატა კიდევ ერთი პიროვნება ლუკა მაჩხანელი და ოთხ მფლობელმა 25-25% გადაიფორმა. ლუკა მაჩხანელი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის მეგობრის შვილია. 2014 წლის 7 მაისს წილები ფორმალურად დაუბრუნდა ამირან ჟღენტი და გოჩა ჯიხვაშვილს.
საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ირაკლი ალასანიამ მაშინ ,,პოლიტიკურად გაკეთებული არჩევანი“ უწოდა. „მე ჩემს მეგობრებთან მაკაშირების მრავალწლიანი შრომა სამართლიანობისთვის და ადამიანური ურთიერთობები, რაც არასოდეს გაქრება, თუმცა დღეს მათ პოლიტიკურად გააკეთეს არჩევანი", - განაცხადა ალასანიამ.
ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კორუფციული გარიგებებისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ რეგულარუად საუბრობს ,,ნაციონალური მოძრაობა“, ერთ-ერთი სტრუქტურა, რომლის მიმართაც პოლიტიკოსების მხრიდან მრავალი კითხვა იბადება თბილისის მერია, საკრებულო და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებია.






მასალის გამოყენების პირობები






