სახალხო დამცველი სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს
პოლიტიკა - 19:31, 20 May, 2015     1504

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე და პაატა პატიაშვილი, ასევე, სამხედრო ომბუდსმენი თამარ გაბიანი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ომბუდსმენთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ჯარისკაცის უფლებების, მათი ინტერესების დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა და უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატში ჯართან დაკავშირებული ახალი პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრეს და მასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე მოსაზრებები გაცვალეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცის უფლებების თემაზე საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი მოადგილე, ანა დოლიძე იმუშავებს. თავდაცვის მინისტრმა ომბუდსმენთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

„ჩვენ გვჭირდება დახმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში და სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პარტნიორი არის ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის“ - აღნიშნა მან.

სახალხო დამცველმა აპარატში შექმნილი თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას მოახდენენ.

უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული აქცენტი ჩვენი მხრიდან გადატანილი იქნება განათლების საკითხებზე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ სამხედრო მოსამსახურეს გავაცნოთ მათი უფლებები“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის უწყება სახალხო დამცველის ოფისთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42