რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის ახალ თანამდებობას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კარასინი-აბაშიძის ფორმატს ხელს არ შეუშლის, რადგან ეს არაფორმალური ფორმატია.
"კარასინი კურირებას უწევს ურთეირთობებს დსთ-ს ქვეყნებთან და ე.წ. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. პრეზიდეტის დავალებით იგი წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდ. ასე იყო გასულ წელსაც, როდესაც მოხდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონო დოკუმენტები. ჩვენ პრაღაში რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ეს არ არის არც ოფიციალური კონსულტაციები. დღემდე ვაწარმოებთ არაფორმალურ დიალოგს, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრია, რჩევაა, რომ ეს არაფორმალური დიალოგი გავაგრძელოთ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული დოკუმენტი რატიფიკაციისთვის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაეგზავნა. შეთანხმების განხილვისას რუსეთის სათათბიროს კომიტეტებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






