"ევროპა ვერსად ვერ გაგვექცევა"- ბერძენიშვილი ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს ელოდება
პოლიტიკა - 15:13, 20 May, 2015     1866
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თუ რიგის სამიტზე საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს, ეს მხოლოდ ამ პროცესის რამდენიმე თვით დაგვიანება იქნება. როგორც ლევან ბერძენიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო ევროპას შორის ლიბერალური ვიზის რეჟიმი 2016 წლის რომელიმე დღეს აუცილებლად ამოქმედდება.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ევროკავშირში არსებობს იდეა, რომ აღმოსავლეთ პრარტნიორობის წევრი ქვეყნების წვლილი ცალ-ცალკე იყოს აღნიშნული, შესაბამისად ბერძენიშვილის შეფასებით, თუ საქართველოს მიბმა რთულ მდგომარეობაში მყოფ უკრაინასთან არ მოხდა, ვიზალიბერალიზაციის გზაზე მისი წინსვლის შანსები გაცილებით იზრდება.

„რიგის სამიტზე მიღწეული ყველაზე კარგი შედეგი თეორიაში იქნებოდა ორი რამ: პირველი - ვიზალიბერალიზაცია, სერიოზული შეფასება და ფაქტობრივად, პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორე - საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება. სამწუხაროდ, რამდენადაც მე ვიცი, რიგის სამიტზე ასე მკვეთრად და ნათლად არცერთი არ იქნება დეკლარირებული. მაგრამ პირველი მიმართულებით აუცილებლად იქნება განცხადება, რომ სულ მალე ჩვენ ვიზალიბერალიზაციას მივაღწევთ. ამ გზაზე საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები. იმ გზის გასავლელად, რისთვისაც მოლდოვას ორი წელი დასჭირდა, ჩვენ წელიწადნახევარი გვეყო. მოლდოვას შემთხვევეაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ჩვენ შემთხვევაში კი შესაძლოა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყოს, იმიტომ, რომ საქართველოსთან ერთად არის მიბმული უკრაინა და იქ არსებული მდგომარეობის გამო, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრიანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს. არ არის გამორიოცხული, რიგის სამიტმა პირველად გააკეთოს განცხადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ამ ქვეყნების რაოდენობა არის ექვსი. სამი უკვე გამოირჩა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ამ სამეულში აშკარა ლიდერი საქართველოა. სომხეთი აზერბაიჯანი და ბელორუსი ამ პროცესში გაცილებით სხვანაირად მონაწილეობენ. ამიტომ, ახლა არის იდეა, რომ ყველას წვლილი ცალცალკე იყოს აღნიშნული, შესაბამისად ეს ნაწილი საიდუმლოა. რიგის სამიტზე ჩვენ ველით კერძოდ რას მიიღებს საქართველო, იმის გამო, რომ ის წინ უსწრებს თავის მეგობარ ქვეყნებს. მომავალ ევროინტეგრაციაზე რაიმე სახით მინიშნებაც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის იბრძვიან ჩვენი მეგობრები ევროპაში - პოლონეთი, ბალტიის, ჩრდილოეთ ევროპის და ვიშეგრადის ქვეყნები, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც. მასპინძელი მხარე ძალიან საჩვენოდ არის განწყობილი.

ამ წუთის მდგომარეობით, დღეს ევროკავშირისგან ვერ ვიღებთ წინადადებას, როდის იქნება ეს გადაწყვეტილება. საქართველო რომ მიიღებს ლიბერალურ ვიზას და 2016 წლის რომელიღაც დღიდან ეს რომ ამოქმედდება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ გვინდა ახლავე მივიღოთ და იანვარში ამოქმედდეს, მაგრამ თუ რამდენიმე თვის დაგვიანებით მივიღებთ, არც ეს იქნება ტრაგედია.“- აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ყველაფერი პირნათლად შეასრულა. ამაში ბერძენიშვილი როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის წვლილსაც ხედავს. თუმცა მისი განცხადებით, „ნაციონალების“ ხელისუფლებამ ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დააგვიანა:

„საქართველოს მხრიდან მიზეზი არ არსებობს, გაცილებით ნაკლები ჰქონდა შესრულებული მოლდოვას. საქართველოს მხარემ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ეს ეხება ამჟამინდელ მთავრობას და ეს ეხება წინა მთავრობასაც. მაგრამ წინა მთავრობას რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ცოტა ადრე მიეღო, ჩვენ ვიზალიბერალიზაცია უკვე გვექნებოდა. მათ ვერ გაბედეს, ჩვენ კი გავბედეთ და ძალიან კარგიც ვქენით. კიდევ თუ იქნება რაიმე ასეთი ნაბიჯები გადასადგმელი, მიგვითითებენ, პრობლემა არაა.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ ვიცი, საბოლოო ჯამში ჩვენ ევროპა ვერსად ვერ გაგვექცევა, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. არიან სკეპტიკოსები, მაგრამ მოუწევთ მათაც აღიარონ ეს.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42