კალაძე ჰააგაში ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალსა და კონფერენციაში იღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 14:12, 20 May, 2015     927
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ჰააგაში, საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალსა და კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის მიმართულებით მიღებული იქნება ახალი პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც 60 მონაწილე ქვეყანა დაუჭერს მხარს. დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ქარტიის გეოგრაფიული არეალის გაზრდას და ქარტიის წევრ ქვეყნებს ემატებიან: ჩინეთი, ირანი, კოლუმბია და ჩილე.

მინისტერიალზე, მონაწილე მხარეები აქცენტს გააკეთებენ ენერგო სექტორში ინვესტირების აუცილებლობაზე. 2035 წალმდე 48 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია არის საჭირო, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს ენერგეტიკაზე გლობალური მოთხოვნა.

კონფერენციაზე ასევე, განხილული იქნება ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხები, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები.დებატები გაიმართება განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვვედრები ენერგეტიკულ კომპანებთან და ინვესტორებთან. მინისტერიალში 300მდე მთავრობისა და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ.

1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.

ამჟმად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42