„რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებში ორი ნაწილი გამოიყოფა. ვიზალიბერალიზაცია და სამიტის დეკლარაციაში ჩვენი ევროპული პერსპექტივის ხაზგასმა და მკაფიო დაფიქსირება. ჩვენ გვინდა, რომ ეს არ დარჩეს ასოცირების დონეზე და ევროკავშირის წევრობამდე მივიდეთ. ეს ორივე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლების განცხადებებიდან და საერთაშორისო ასპარეზზსე გაჟღერებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ვერცერთი მიმართულებით პროგრესი რიგირ სამიტზე ვერ იქნება. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შესაძლებელია ავანსად გასცენ ნდობის კრედიტი, ამ შემთხვევაში საქართველოზე. მათ კარგად ესმით რომ საქართველოს მართავს სრულიად არაკომპეტენტური და არასწორი ხედვების მქონე მთავრობა, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება დაისაჯოს საქართველო და მისი მოქალაქეები.“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილი იმ მიზეზებსაც ასახელებს, რის გამოც ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე საქართველოს შესაძლოა უარი ეთქვა:
„მაღალი ალბათობით სამიტს რაიმე ხელშესახები შედეგი არ ექნება, ამის მიზეზი რამდენიმეა, ერთერთი მიზეზი არის ის რომ ტექნიკური დავალებები არ შესრულდა სრულყოფილად, მეორე არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნა, ტექნიკურ ჩავარდნას შესაძლოა იმხელა მნიშვნელობა არ მინიჭებოდა რომ არ ყოფილიყო ეს პოლიტიკური ნიშბნით დევნა და დემოკრატიის მხრივ უკან დახევა. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტია ორგანიზებულ დანაშაული და კრიმინოგენული მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია და ვიზალიბერალიზაციას არ უნდა ახლდეს იმის შიში, რომ ამით ქართველი კრიმინალები ისარგებლებენ და ისინი ევროპის ქვეყნებში აღმოჩნდებიან და ევროპელ მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნიან.“
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რიგის სამიტზე პროგრესის არმიღწევის შემთხვევაში, ამ სიტუაციით სარგებლობას პრორუსული ძალები შეეცდებიან. თუმცა მისი თქმით მას ქართველი ხალხის კეთილგონიერების წამს:
„პრორუსული ძალები საქართველოში შეეცდებიან, რომ საქართველოს მთავრობის უნიათობა სხვაგვარად ახსნან და ეს დააბრალონ არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ევროპელ პარტნიორებს. თუმცა საზოგადოება თავის პროევროპულ განწყობას ნათლად აფიქსირებს. ამასთანავე ივანიშვილს და მის მთავრობას აღიქვამს როგორც თავს დამტყდარ უბედურებას, რომელსაც უნდა გაუძლოს და ხვდება, რომ ეს მდგომარეობა ევროპელების და ჩვენი ხალხის ბრალი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. მცდელობა პრორუსულ ძალებს ექნებათ, რომ საკითხი შემოაბრუნონ, მაგრამ მე ჩვენი ხალხის კეთილგონიერების მწამს.“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






