18-წლიანი შეხლა-შემოხლა და ეჭქვეშდაყენებული სამინისტრო - მრეწველები აგულაშვილს დაუპირისპირდნენ
პოლიტიკა - 12:32, 20 May, 2015     1454
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს ფრაქცია „მრეწველების“ წევრები: გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე დაუპირისპირდნენ.

„მრეწველები“ აგულაშილისგან მისი წინამორბედის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გამოცემული №198 ბრძანების შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანა მოხდება.

გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული ბრძანება უკანონო არ არის, თუმცა თუ დეპუტატები გარკვეულ რისკებს ხედავენ, ის მზად არის ამ საკითხზე მათთან ერთად იმუშაოს.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ბრძანება უკანონოა, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ რისკები არსებობს, მზად ვარ ერთად ვიმუშაოთ. მე რომ მეჩხუბებით ამ ბრძანების გამო, ვერ გავიგე რა გინდათ. ჩვენ დავუშვით იმის შემოტანის უფლება ბაზარზე, რისი უფლებაც მოგვცა ევროკავშირმა", - განაცხადა აგულაშვილმა, მისი განმარტებით, თუ რომელიმე ბიზნესმენს ბაზარზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული სოიოს პროდუქტის შემოტანის სურვილი გაუჩნდება, მან გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს და ეს საკითხი სპეცილური ბრძანებით და კანონით დარეგულირდება.

ფრაქცია „მრეწველების“ წევრებმა სხდომის მიმდინარეობისას გარემოს დაცის სამინისტროს როგორ უწყების ფუნქცია და არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს:

"18 წელია ამ სამინისტროსთან შეხლა-შემოხლა მაქვს. ხომ არ დადგა დრო, ამ სამინისტროს სახელწოდება შევცვალოთ. საერთოდ საეჭვოა ამ სამინისტროს ფუნქცია. ჩვენ, ფრაქცია მრეწველები გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგი ვართ", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42