მარგველაშვილი დასავლეთს პრინციპული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს - ინტერვიუ Associated Press-თან
პოლიტიკა - 12:20, 20 May, 2015     1337

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უცხოურ გამოცემა Associated Press-თან მიცემულ ინტევიუში რუსეთის პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშრისა და ნატოსდ წევრობისკენ მიისწრაფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია.

"დაახლოებით 300 ამერიკელი სამხედრო საქართველოში იმყოფება ერთობლივი წვრთნებისთვის. ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს ქმნის, საქართველო საიმედო კონტრიბუტორია ნატო-ს ოპერაციებში, მათ შორის ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში" - აღნიშნულია სტატიაში.

მარგველაშილის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა და რუსეთს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მესაზღვრეები ჰყავს დაყენებული.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2008 წელს საქართველოში, 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინაში არასტაბილური გარემო შექმნა, რასაც რუსეთის მეგობარი პრეზიდენტის გადადგომა და ყირიმის მიერთება მოჰყვა.

მარგველაშვილის განცხადებით, თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი ქმედებები რუსეთმა შესაძლოა სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს.


"ჩვენ უფრო ძლიერ და პრინციპულ მესიჯებს ველოდებით იმის შესახებ, რომ ეს მიუღებელია და დარჩება მიუღებლად მაშინაც, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საფრთხე კრემლის პროპაგანდისგანაც ემუქრება, რომელიც ცდილობს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, განსაკუთრებით უკრაინაში მისი ჩართულობის გამო.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სააგენტო "სპუტნიკმა" საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც ახალი ამბების მიწოდებას ქართულად და რუსულად უზრუნველყოფს. პრეზიდენტის თქმით, კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს საკუთარ არჩევანთან - ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდეთ, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრობას არ სთავაზობს.

„ძირითადი გზავნილია - ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი გაწირულია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ეკონომიკის გაძლიერება და ევროპის უსაფრთხოებაში თავისი როლის თამაშს ცდილობს. მისი თქმით, ქვეყანა აფართოვებს სავაჭრო კორიდორის როლს, რომელიც კასპიის რეგიონს შავ ზღვასთან აკავშირებს. მისივე ქმით, გეგმაშია, სავაჭრო პარტნიორების რიცხვის ზრდა, რომელთაც საქართველოში სტაბილურობის ინტერესი აქვთ. ერთერთ მაგალითად მთავარი გაზსადენი მოაქვს, რომელიც საქართველოს გავლით კასპიის გაზის იტალიაში მიწოდებას უწრუნველყოფს.

სტატიის ავტორი ინტერვიუს მარგველაშვილის კარიერის მოკლე რეზიუმეთი ასრულებს.

„45 წლის მარგველაშვილს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აქვს და მისი კარიერის ყველაზე დიდი დრო განათლებას დაუთმო, მათ შორის, პრეზიდენტად არჩევამდე განათლების მინისტრის თანამდებობასაც იკავდებდა. ის იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანი, მილიარდელის, რომლის პოლიტიკურმ ძალამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის გუნდი არჩევნებში დაამარცხა.

თავდაპირველად მარგველაშვილი ივანიშვილის მარიონეტად განიხილებოდა, თუმცა თანდათან საკუთარი კურსი შექმნა და მფარველს გამოეყო. გამოკითხვების მიხედვით კი, მოსახლეობაში საქართველოს პატრიარქთან ერთად გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს“ - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42