ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის პროცესი, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული გადაიდო.
ამის შესახებ კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მაშინ როდესაც საქართველოს უუნარო და კორუმპირებული ხელისუფლება მისი რეალური მმართველის დეიდაშვილს 2 500 000 ლარის სახელმწიფო ქონებას 1 ლარად ჩუქნის, მე მედავება თითქოს ტრაქტორის თხოვებით დავეხმარე კომპანიას, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ქვ.ქართლში. ამ საქმეს სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს და მე მზად ვარ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, სიმართლე სასამართლოთი დავამტკიცო, მაგრამ საქართველოს პროკურატურამ მათთვის ნაცად სამარცხვინო პრაქტიკას მიმართა და პროცესი რომელის 20 მაისს იყო ჩანიშნული გაურკვეველი ვადით გადაიდო. მე მზად ვარ ამ ნერვების ომისთვისაც და არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული სანამ ამ საქმეზე განაჩენი დადგება, რომ თქვენ არ გამოგიტანთ ხალხი განაჩენს“, - წერს კირკიტაძე.
კირკიტაძე საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა. ყოფილ გუბერნატორს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
მასალის გამოყენების პირობები






