უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე ჯაბა ებანოიძის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და ამბობს, ებანოიძე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ იყო.
მისი თქმით, უკრაინა ამჟამად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს ძალიან სწრაფ რეფორმებს.
„სახელმწიფოს არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები. მიმაჩნია, რომ ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, ჩვენ გუნდს არ სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც ჯაბა ებანოიძის მაგალითმა გვიჩვენა, ყველა არ არის მზად პასუხისმგებლობის ასაღებად. ჩვენ აქ თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ, არამედ იმისთვის, რომ მოძმე უკრაინელებს დავეხმაროთ ქვეყნის შეცვლაში და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს", - აღნიშნა გია გეწაძემ.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






