აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 11:06, 26 May, 2015     1591
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მტკიცე, აქტიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ შარშან მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც თქვენს ქვეყენაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველომ მიიღო ნატოს არსებითი პაკეტი. ჩვენ დღესაც მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ თქვენს მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობენ მისიებში ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ნათქვამია ბარაკ ობამას მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42