ძაღლის გამო ჩაშლილი "ბოლო ზარი"- რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში
სოც.მედია - 19:43, 19 May, 2015     23940
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე ძაღლის გამო ჩაშლილი „ბოლო ზარის“ საინტერესო ისტორია გამოქვეყნდა, ძაღლის და სკოლის მოსწავლეების თავგადასავალი საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა, ბავშვებს კი ჩაშლილი თუმცა საინტერესო „ბოლო ზარი“ გამოუვიდათ:

„მესამე სართულის სახურავზე სტაფია!

არავინ იცის საიდან აღმოჩნდა სკოლის სახურავზე სტაფი...

ფაქტი ის არის , რომ ბოლოზარი ჩაშალა...

კერძო სკოლა ,,ლიბერთის'' ადმინისტრაცია დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა...

ჩვენი ჯგუფი მაშინვე წავიდა აღნიშნულ მისამართზე, დადიანის ქუჩაზე...

სახურავზე მყოფი ძაღლის დაჭერა ძალიან გაჭირდა, რადგან დიდი ალბათობა იყო რომ ძაღლი გადავარდნილიყო მესამე სართულიდან... ამ სამაშველო ოპერაციას სკოლის მოსწავლეები ფანჯრიდან ადავნებდნენ თვალს, ერთმა მოსწავლემ შეიცნო მეზობლის ძაღლი.

,,როკის'' დაძახებაზე იმედი მიეცა ძაღლს და გოგონასკენ გაიქცა, სწორედ ამ დროს მოახერხა ჩვენმა თანამშრომელმა მისი დაჭერა...

სამაშველო ოპერაცია მშვიდობით დასრულდა.სტაფის საშველად 112–ის სამაშველო ჯგუფიც ყოფილა გამოძახებული, ისინიც მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ძაღლი უკვე სახურავიდან ჩამოყვანილი იყო...

სკოლის დირექციამ ორივე ჯგუფს მადლობა გადაგვიხადა გულისხმიერებისთვის...

პატრონის მეზობელმა მოსწავლემ მისამართი მიგვასწავლა და თეთლუნდის 9 ნომერში დათო არჩვაძეს მივუყვანეთ სტაფი.

,,იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და ჭიშკარს ხშირად ტოვებენ ღია, მიჩვეულია ,,როკი'' დამოუკიდებლად გასვლას, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება... რა უნდოდა სახურავზე, ამაზე პასუხი არც მე მაქვს''...

კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა...

ბოლოზარის ჩაშლას რაც შეეხება, თუ სხვაგვარად ვიფიქრებთ, სამახსოვრო ბოლოზარიც გამოვიდა...

სკოლა ,,ლიბერთის'' კურსდამთავრებულებს ჩვენთან ერთად მთელი საქართველო დაულოცავს გზას მომავლისკენ!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42