ხვალ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი მერიასთან აქციას გამართავს
პოლიტიკა - 19:37, 19 May, 2015     997
ხვალ, 12.00-ზე, თბილისის მერისთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი თბილისსა და მის მერიაში დღეს არსებულ სიტუაციას გააპროტესტებენ. ,,კორუფციულ ტენდერებს, აღზევებულ ნეპოტიზმს და არაკვალიფიციურ კადრებს, ასევე შეჩერებულ სოციალურ პროგრამებს, ქუჩაში გამოყრილ თბილისელებს, გადატვირთულ საბავშვო ბაღებს, გადათხრილ გზებს, გაზრდილ საავტომობილო საცობებს, პარკინგების შემცირებულ რაოდენობას, მწვანე საფარის განადგურებას და მრავალ სხვა მოუგვარებელ პრობლემას“.

რაც შეეხება ,,ალტერნატიულ მერიას“, მათი თქმით, აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეა წამოვიდა თბილისელი მოქალაქეებისაგან, რომელთა მიზანია პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან ერთად ქალაქის პრობლემებზე ფართო საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება თბილისის მერიის საქმიანობაზე.

საინიციატივო ჯგუფში წარმოდგენილები არიან: ალექსანდრე ამზაშვილი, მერაბ ქუჩიშვილი, ვანო ნადარეიშვილი, პ/გ „სამოქალაო ალიანსი თავისუფლებისათვის“, პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, აიპ „ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები“, აიპ „ინტერპარტიული განვითარების რეგიონალური ცენტრი“, აიპ „თავისუფალი ქალაქი“.

საზოგადოებრივი მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის ოფისი განთავსებულია მერიის მოპირდაპირე მხარეს შარტავას ქ. 14ა-ში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს მას მერიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

აქციის დაწყებამდე ზემოაღნიშნულ ოფისში (მერიის შენობის პირდაპირ) გაიმართება საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი სათანამშრომლოდ იწვევს თბილისის პრობლემების მოგვარებით დაინტერესებულ მოქალაქეებს, არსამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

საკონტაქტო პირები - საინიციატივო ჯგუფის წევრები:

ალექსანდრე ამზაშვილი - 551 396 604

ზურაბ ხარატიშვილი - 577 998 858

გოჩა ჯოჯუა - 577 579 503





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42