საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 18:28, 19 May, 2015     1460
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

დოკუმენტს ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოაწერა კოოპერაციის, შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა დოქტორმა რაბი’იმ.

მემორანდუმი საქართველო–ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში მომზადდა. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ჩატარდა.

საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საექსპერტო ჯგუფები მუშაობას განაახლებენ მთელ რიგ სფეროებში, რომელთა შორისაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა, თანამშრომლობა წყლის სექტორში, საქართველოს გამოყენების შესაძლებლობა ირანული ენერგომატარებლების ტრანზიტისთვის ევროპის მიმართულებით, აგრეთვე განათლება, მეცნიერება და კულტურული ურთიერთობები. „სასიხარულოა, რომ ირანის მხრიდან ფიქსირდება ძლიერი სურვილი, რათა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ ამას მივესალმებით“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრებს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანში 19 მაისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42