აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო გაყოფილების წარმომადგენელის, ესანდა სმირის განცხადებით, აშშ-ის ანალიტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა ფაქტიურად რუსეთის არსებობის შეწყვეტას, როგორც სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სიტუაციის ფაქტორს დაუკავშირა.
"საქართველოს არ სჭირდება სამოქმედო გეგმა NATO-ში შესასვლელად, მთავარი საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას - ეს არის კრემლის პოლიტიკა", - განაცხადა აშშ-ს ანალიტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ იულსონმა - იტყობინება გამოცემა „სპუტნიკი“.
სმირის თქმით, უილსონმა შენიღბულად განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა.
„ცხადია, რომ ეს ამოცანა საქართველოსთვის და მისი მოკავშირეებისთვის ნაკლებად რეალისტურია. სანამ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება არ დასრულდება, NATO-ს წევრები ყველანაირად შეზღუდავენ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას" - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას შეაფერხებს, არის ალიანსის ქარტიის მე-6 მუხლია, რომელიც ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთვევაში, საბრძოლო მოქმედებაში კოლექტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.
"ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების დროს, ნატო-ში საქართველოს წევრობა მიზანშეწონილი არ იქნება" - ნათქვამია სტატიაში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






