"საბჭოურ–ჩინოვნიკური დამოკიდებულება... ეს კაცი არაა პოლიტიკოსი" - ზურაბიშვილი დანელიას აკრიტიკებს
სოც.მედია - 16:26, 19 May, 2015     1553

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი პრემიებთან დაკავშირებული განცხადებების გამო სოფლის მეურნეობის მინისტრს აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ მინისტრების მუშაობა შესაბამისად უნდა დაფასდეს, საბჭოურ-ჩინოვნიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„ტიპიური საბჭოურ–ჩინოვნიკური და არაპოლიტიკური დამოკიდებულებაა, თან საკმაოდ დამახასიათებელი საქართველოსთვის. ვერაფრით ვერ ხვდებიან, რომ ხალხს (ამომრჩეველს) ასი წელი არ აინტერესებს სახლში როდის მიდის მინისტრი, რამდენ ადამიანს ელაპარაკება დღე–ღამეში და ოცდაოთხი საათი მუშაობს თუ ორი საათი.

თანამდებობის პირი უნდა შეეგუოს და ბუნებრივად მიიღოს ის, რომ მისი უწყების მიმართ დამოკიდებულება იქნება კრიტიკული, რადგან გადაუჭრელი პრობლემები ყოველთვის გაცილებით მეტია, ვიდრე გადაჭრილი. კრიტიკა არ ისმის მარტო ავტორიტარული რეჟიმის და დიქტატურის დროს. დემოკრატია თუ გინდა, კეთილი ინებე და აიტანე, რომ სულ კრიტიკული მზერის ქვეშ იქნები.

მეორეს მხრივ ეს პერმანენტულად კრიტიკული დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხი (ამომრჩეველი) მაინცა და მაინც შენს ოპონენტებს დაუჭერს მხარს და არა შენ. ხალხი (ამომრჩეველი) შეაფასებს შენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, შენს მიმართ კრიტიკის მართებულობას და ამის მიხედვით განსჯის

ამიტომ ყველაზე არასწორი, რასაც თანამდებობის პირი შეიძლება მოითხოვდეს ხალხისგან (ამომრჩევლისგან), ეს არის ქება, მხარდაჭერის გამოხატვა და "დაფასება". თანამდებობის პირი უნდა მუშაობდეს და მუდმივად აბარებდეს ანგარიშს ამომრჩეველს, აწვდიდეს მას ინფორმაციას გაკეთებულ საქმეებზე ყოველგვარი შეფასებების და "აი, მე რა კარგი ვარ" დისკურსის გარეშე. ამ შეფასებას ხალხი (ამომრჩეველი) როგორმე შენი პირდაპირი კარნახის გარეშე გააკეთებს. მოწონების და დაფასების მოთხოვნა კი ხალხს (ამომრჩეველს) ყოველთვის აღიზიანებს და ნეგატიურად განაწყობს.

ეჰ. მე კი ვიცი ეს, მაგრამ რად გინდა?... ეს კაცი არაა პოლიტიკოსი და სანამ მინისტრად დანიშნავდნენ, დიდის ალბათობით არც კი ფიქრობდა, რომ პოლიტიკური თანამდებობის დაკავება მოუწევდა. ასეთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექნოკრატების დანიშვნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, თუ ავტორიტარული რეჟიმი და დიქტატურაა არაა, არასდროს არ გაამართლებს“, - წერს ზურაბიშვილი ერთ-ერთი ფეისბუქმეგობრის პოსტის კომენტირებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42