გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პრემიებთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ინიციატივა თავისი შინაარსით ორიგინალურია.
თუმცა მინისტრი აქვე განმარტავს, რომ თუ წახალისების ჯანსაღი მეთოდი არ იქნება, სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები შეიძლება ვერ მოიზიდონ.
„მხარს ვუჭერ იმას, რომ გამონაკლისები ან აკრძალვები კი არ გვქონდეს, არამედ გვქონდეს ერთიანი სისტემა, რომელიც ღია, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. სხვა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ, თუ წახალისების ჯანსაღი მეთოდები არ გვექნება გამოყენებული", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებბის მქონე პირებს პრემიის აღება უნდა შეეზღუდოთ.
მასალის გამოყენების პირობები






