ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოპალატის მხარდაჭერით ჩატარდა. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან წარმოდგენილი კომპანიები, ძირითადად, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის,წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ. ფორუმზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტებიგანიხილეს.
„არაბთა საერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციას კონკრეტული ინტერესები გააჩნია პორტის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი მწერველობის, ასევე ფარმაცევტულიმიმართულებით. ხვალ ინვესტორები ასევე ადგილზე დაათვალიერებენ საწარმოებსა და საპრივატიზაციო ობექტებს“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა.
საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, გიორგი ციკოლიამ გააცნო. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო მასპინძლობსაბუ-დაბის „ალ რავაჰედ ჰოლდინგს,“ რომლის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისმარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, თხილისა და რძის პროექტებში.
არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია თბილისში 18 მაისს ჩამოვიდა
მასალის გამოყენების პირობები






