5 წლის ელენე მესხიშვილს, რომელსაც სისხლის კიბო დაუდგინდა, საზოგდოების დახმარება სჭირდება.
პატარა ელენეს შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მოგესალმებით ყველას გთხოვთ გავაზიაროთ ელენეს მდგომარეობა..
ელენე მესხიშვილი არის 5 წლის. 4 წლის ასაკში დაუდგინდა დიაგნოზი სისხლის კიბო. ელენეს მშობლებს ელენეს მეტი არ ჰყავთ შვილი. 7თ ვის შვილი ყავთ დაღუპული ელენეზე უფროსი. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა ელენეს სამკურნალოდ. მათ დღემდე არავისთვის უთხოვიათ დახმარება. ელენე ქალაქ სტამბულში გადიოდა რეაბილიტაციის კურს ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა დაენიშნა 4 ქიმიის გადასხმა ერთი მოხერხდა და გადაესხა 3კი ოჯახი ვეღარ უსხამს ფინანსები აღარ აქვთ. ერთი ქიმიის საფასური 3000ლარი არის ჯამში 9000ლარი ესაჭიროება ელენეს რომ კურსი ბოლომდე მიიყვანოს გთხოვთ მეგობრებო ნავნობებო და უბრალოდ უცხო ადამიანებო დავეხმაროთ ელენეს მის დედიკოს და მამიკოს, რომ შვილი დარჩეთ ცოცხალი. ვის რა საშუალება გაქვთ დაეხმარეთ ელენეს. მის თვალზე ცრემლი არ შრება დედებოოო... გაიზიარეთ ელენეს დედის ტკივილი თუ რაოდენ ძნელია დედისათვის შვილის გასაჭირი... გთხოვთ მითითებულ ანგარიშზე დავეხმაროთ მათ GE17BG0000000922195800 - მიმღები სულიკო მესხიშვილი. ანგარიში გახსნილია დოლარში, ევროში, ლარში. დავეხმაროთ ყველას გთხოვთ გავაზიაროთ რათა ბევრმა შეძლოს ნახვა და დახმარება“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში, რომელსაც ბარბარე მჭედლიძე აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






