ივანიშვილმა რუსებისგან მიიღო კონკრეტული მითითება - ალასანია
პოლიტიკა - 12:40, 19 May, 2015     7480
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილი არ ელოდა, რომ ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტრო ხელშესახებ შედეგს მიაღწევდა. ამასთანავე ამ პროცესის ხელისშესაშლელად ივანიშვილმა გარკვეული მითითებები რუსეთისგანაც მიიღო. აღნიშულ თემაზე თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

„ივანიშვილი არ ელოდა, რომ ჩვენ მივაღწევდით ასეთ ხელშესახებ შედეგს ნატოსთან მიმართებით. ასევე დარწმუნებული ვარ და შინაგანად ვიცი, რომ რუსებისგან მიიღო კონკრეტული, ღია და ფარული მითითებაც, რომ ეს ნაბიჯები მას ხელს შეუშლიდა რუსეთთან ურთიერთობაში, რაც, ბუნებრივია, არასწორი მიდგომაა სახელმწიფოს მმართველის მხრიდან. არ შეიძლება, რუსებს ანგარიში გაუწიო შენს შიდა უსაფრთხოებასა და საკადრო გადაწყვეტილებებზე. მის მოქმედებას- რუსებთან ურთიერთობას მისი წარსულიდან გამომდინარე შევაფასებ და ამ ნაბიჯს შეცდომად ჩავუთვლი.“- აცხადებს ალასანია, მისი თქმით ივანიშვილისთვის დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ფიგურები მიუღებელია.

„მას სურს, რომ ყველა და ყველაფერი იყოს მორჩილებაში. ამ შემთხვევაში, ამ მორჩილებიდან ამომხტარი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არის მიუღებელი და ეს ბუნებრივია, მაშინაც იგრძნობოდა. ივანიშვილს მართვის სტილი ჰქონდა საბჭოური, ოლიგარქიული, პრინციპში, 90-იან წლებში მას სხვა არც უკეთებია არაფერი. რა თქმა უნდა, მივიღე, რომ ეს ადამიანი იყო ასეთი, ინსტრუმენტული და ძალიან მნიშვნელოვანი იმ ცვლილებებისთვის, რომელიც გარდაუვალი იყო, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილება. ივანიშვილი იყო ავტორიტარი, მონურ მორჩილებაში უნდოდა ჰყოლოდა ყველა. მე აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი ვარ, აქედან გამომდინარე, ეს კონფლიქტი ჩანასახშივე იყო. თავდაცვა იმდენად მეძვირფასებოდა, რომ პირად წყენებზე ვხუჭავდი თვალს. ასეც გავაგრძლე, ვიდრე ეს არ გადაიზარდა იმხელა სიმახინჯეში, რომ ჩემს გამო ხუთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა და ციხეში ჩასვა.“- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინიტრმა.

წყარო „ქრონიკა+“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42