ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრეზინდეტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
პოლიტიკა - 09:45, 19 May, 2015     858

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრეზინდეტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ.

ისინი ითხოვენ, რომ ცენტრის თანამშრომლებს და მის სამეცნიერო საბჭოს დაუბრინდეს უფლება, რომ თავად აირჩიონ ხელმძღვანელი.

„ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უპირისპირდებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატს, ბატონ ზაზა აბაშიძეს.

ცენტრის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი მიმართული არ არის ცალკეული პიროვნებების მიმართ. ჩვენი პოზიცია დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით გამოთქმულია ჩვენს წერილში, რომლითაც მივმართავთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიმართვა:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამჟამად ვიმყოფებით ჩვენთვის სრულიად უჩვეულო მდგომარეობაში – პროტესტს გამოვხატავთ იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იჩენს ცენტრის მიმართ. საქმე ეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატის შერჩევას, რასთან დაკავშირებითაც ცენტრს აქვს შემდეგი პოზიცია:

ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, დირექტორის შერჩევაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები, სამცნიერო საბჭო. ამ გზით აირჩია ცენტრმა მისი დირექტორები, 90-იან წლებში ბატონი ზაზა ალექსიძე, ხოლო 2008 წელს – ბატონი ბუბა კუდავა. დირექტორის არჩევა იყო სწორედ წლების მანძილზე ჩვენი ცენტრის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ცენტრმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა ის მეცნიერული გეზი, რომელიც მისი მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო სტატუსის განმსაზღვრელია, და, ამავე დროს, ის საზოგადოების ფართო წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა.

2011 წლიდან ჩვენს სამეცნიერო დაწესებულებას დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. ჩვენი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და მის სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას. სწორედ ცენტრის მეცნიერ-თამანშრომლებმა იციან ყველაზე უკეთ ცენტრის დღევანდელი მოთხოვნები და თანამედროვე საჭიროებები; სწორედ მათი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი აქტუალური საკითხის განხილვისას, როგორიც ცენტრის მომავალი ადგილმდებარეობა და მისი პროექტია.

ჩვენი მცდელობა, ხმა მიგვეწვდინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა. დღეისათვის მდგომარეობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა დიალოგის გზით სამინისტროსთან უკვე ვეღარ ხერხედება. გთხოვთ, დროულად ჩაერთოთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რათა ცენტრის თანამშრომლებს მოგვეცეს საშუალება დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ რეჟიმს და გავაგრძელოთ სამეცნიერო საქმიანობა.

ასევე გთხოვთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განიხილოთ უფრო მაღალი სტატუსის მქონე მაკონტროლებელ ორგანოსადმი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაქვემდებარების საკითხი“, - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42