საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას. მინისტრი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო და ბელგიის სამეფოს ხლოვნების ცენტრი დაათვალიერა.
ევროპის საბჭოს მინისტერიალის სესია დღეს გაიმართება. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, სიტყვით მიმართოს დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ევროპის საბჭოსთვის სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარება, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს მიერ შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






