პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ როდესაც საქმე ბიზნესის განვითარებას შეეხება, საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა ავსტრიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში უფრო დინამიურად უნდა იყოს ჩართული.
„ნებისმიერ ინვესტორს ვაძლევთ შესაძლებლობას გავიდეს უზარმაზარ ბაზარზე. გვაქვს საინტერესო შესაძლებლობები ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, ასევე დაბალი საგადასახაო სისტემა. ამიტომ მთელი ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იმედია ჩემი გამოსვლის შედეგად და კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც ეს ეხება ბიზნესს და როდესაც ეს ეხება ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა მარგველაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






