საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 19:55, 18 May, 2015     1149

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ავსტრიის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივას.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საუბრისას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰაინც ფიშერს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოსათვის გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში კონკრეტული შედეგების დემონსტრირებით. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42