ომბუდსმენი გურჯაანში ბავშვებზე ძალადობის ფაქტს გმობს
პოლიტიკა - 19:41, 18 May, 2015     1189

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობის შემთხვევას, რომლის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად და დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შესაბამისი მიმართვების განხორციელება პასუხისმგებელი სახელმწიფო/ადგილობრივი თავითმმართველობის ორგანოების მიმართ.

გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მე–19 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომას იღებენ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, „რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი პირის მხრიდან ნებისმიერი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან“. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა (CRC) 2008 წლის 23 ივნისის „ბავშვის უფლებების შესახებ დასკვნითი შენიშვნების“ პარაგრაფებში მიუთითა საქართველოს ვალდებულებაზე, მიიღოს ყველა ზომა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამწუხაროდ, აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად შესრულება დღემდე ვერ ხორციელდება და საქართველოში კვლავ არაერთი ბავშვია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს ძალადობის მსხვერპლი 3 მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, უსაფრთხო და სათანადო სააღმზრდელო პირობებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება და შემდგომი ზედამხედველობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართოს გამოძიება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ამავდროულად, გამოძიების ყოველ ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის შეიმუშავოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირეწლოვანთა, როგორც მომეტებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების განუხრელ დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42