რატომ გაათავისუფლა ადეიშვილის მიერ დაჭერილი ციხის ჯალათები ახალმა ხელისუფლებამ
პოლიტიკა - 19:14, 18 May, 2015     2635
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩეველი, ზურაბ ადეიშვილი 2 წელიწადნახევრის შემდეგ პირველ ინტერვიუს აძლევს უკრაინულ გამოცემა „გლავკომს“ სადაც ის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზებზე საუბრობს.

_რისთვის გეძებდათ ინტერპოლი და რატომ შეწყვიტეს ძებნა?

როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ინტერპოლთან, ამის შემდეგ ინტერპოლმა ჩათვალა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებაც ისეთივე იყო , როგორც ჩვენ. მართლაც, ხელისუფლება გადაცემული იქნა დემოკრატიული გზით არჩევენების შედეგად. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ აირჩია ოპონენტების და ხელისუფლების ყოფილი წევრების მიმართ დევნის გზა. მე პირველი მსხვერპლი ვიყავი, ჩემს წინააღმდეგ აღიძრა საქმე. სასამართლო პროცესი ჩემი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს უკვე ორი წელია და ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ფორმალურად მე ბრალი დამდეს იმაში, რომ ვარღვევდი პატიმრების უფლებებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში პენიტენციალური სისტემა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არ შედის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.

_საქმე გლდანის ციხეს ეხება?

დიახ, ეს დაიწყო 2012 წელს გლდანის ციხის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავით და წამებაში მონაწილეები დავაპატიმრეთ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ზოგიერთი მათგანი გაათავისუფლა. კვალის ასარევად საქმე აღიძრა ჩემს და კიდევ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ინტერპოლმა გაიგო, რომ მე პოლიტიკური მოტივებით მდევნიან. მე ამის გამო საქართველოში დაბრუნება არ შემიძლია.

_თქვენ ამბობდით, რომ საქართველოში კორუფცია არაა, მაშინ რატომაა თქვენი, საააკაშვილის და სხვების წინააღმდეგ საქმეები აღძრული?

ეს კორუფცია არაა, ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არაა დემოკრატიული ინსტიტუტები სრულყოფილი. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ თავისი ამბიციები კანონზე მაღლა დააყენა. მას შემდეგ რაც მათ შურისძიება გადაწყვიტეს, საქართველომ დემოკრატიის მხრივ ნაბიჯი უკან გადადგა.

_სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ჩემი ოჯახი ევროავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მე პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს მიღებული. მე გავყიდე ჩემი ბინა საქართველოში. ჩემი ახლობლები, რა თქმა უნდა სწუხან იმაზე, რომ ისინი სახლში არ არიან. ეს სტრესია ჩემი ბავშვებისთვისაც. მაგრამ ჩვენ გამოცდილებაზე მოთხოვნა არსებობს არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42