ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ: ,,პოლიტიკოსი არ უნდა გიყვარდეს, მთავარია ის, რაც მან დატოვა“
პოლიტიკა - 19:08, 18 May, 2015     4982
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩეველი, ზურაბ ადეიშვილი 2 წელიწადნახევრის შემდეგ პირველ ინტერვიუს აძლევს უკრაინულ გამოცემა „გლავკომს“ სადაც ის საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, უკრიანის პრესპექტივასა და მომავალ გეგმებზე საუბრობს.

_რას თვლით თქვენს პირად მიღწევად საქართველოში?

მე ვიყავი ავტორი ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და კანონის ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებული იყო, გაემჟღავნებინა ის მონაცემები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო საზოგადოებისთვის დაფარული. როდესაც მე სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობას ვიკავებდი, ჩვენ აჭარაში სეპარატისტულ განწყობებს მოვუღეთ ბოლო. ეს ჩვენი ხელისუფლების ერთერთი ყველაზე დიდი მღწევაა. საქართველოსთვის აჭარის წართმევა ისევე უნდოდათ, როგორც უკრაინას წაართვეს ყირიმი. ჩემი გენპროკურორობისა და იუსტიციის მინისტრობის დროს კი საქართველო ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური ქვეყნიდან, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცა.

_თქვენი აზრით, საქართველოში უყვარხართ იმისთვის, რაც გააკეთეთ?

ვერ ვიტყვი, ვუყვარხვარ თუ არა. პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა უყვარდეთ. მთავარია, რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ. ჩვენი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის არის, რომ საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანააა და დღეს საქართველოში არსებობს ყველაზე თანამედროვე, სახელმწიფო მომსახურების ცენტრები.

_რატომ გახდა გენპროკურორის მოადგილე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი დავით საყვარელიძე და არა თქვენ?

იმიტომ, რომ ახალგაზრდებს მუშაობის შესაძებლობა უნდა მიეცეთ - დავით საყვარელიძე 33 წლის, ახალგაზრდა და გამოცდილი კადრია. მას აქვს ყველა ის თვისება, რომ იყოს წარმატებული, შეუძლია განახორციელოს მნიშნელოვანი რეფორმები. მე პირადად სულ 42 წლის ვარ. როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი გავხდი 31-ის ვიყავი.

_კონკრეტულად ვინ მოგიწვიათ უკრაინაში? რამდენი ხანია აქ ხართ?

უკრაინაში, მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის შემოდგომაზე მოგვიწვია. ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი დავხმარებოდი გენპროკურატურასა და უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, შევთავაზეთ კანონში ცვლილებები, თანამედროვე საგამოძიებო მეთოდებით მუშაობა.

_როგორ ფიქრობთ, პროკურატურა ახალი რეფორმებით შეძლებს კორუფციასთან გამკლავებას? ჯერჯეროთ ცვლილების არანაირი ნიშანი არ ჩანს.

ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. როდესაც გენპროკურორი ვიყავი, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ნება, მაგრამ არ გაგვაჩნდა მექანიზმები და გამოცდილება. რთული იყო, იმ გამომძებლებისა და პროკურორებისთვის ამოცანის ამ კუთხით დასმა, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა ბიზნესად და პირადი გამდიდრების წყაროდ ჰქონდათ ქცეული. ჩვენ გავაანალიზეთ საერთაშორისო გამოცდილება და გამოვიყენეთ საკუთარ საქმიანობაში.

_და რა არის ეს გამოცდილება?

ყველაზე მთავარია ის, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ - შევქმენით თანამშრომლობის მექანიზმი სამართალდამცავ ორგანოებთან და მოპარული ქომების კონფისკაცია მოვახდინეთ. დავპირდით დაცვას მას, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქრთამის აღების ფაქტს არავინ დაადასტურებდა. მექრთამეები, რომლებიც დაგვეხმარებონენ, სანაცვლოდ ნაკლები სასჯელს ან სულაც თავისუფლებას მიიღებდნენ, თუკი ჩვენთვის ღირებულ ინფორმაციას მოგავწდიდნენ.

_ეს საპროცესო შეთანხმებაა?

დიახ, ეს არის საპროცესო შეთანხმება. გაგიკვირდათ, მაგრამ მათ ვინც დანაშაული აღიარეს და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენება მოგვცეს, სხვა პრობლემების მოგვარება შევთავაზეთ.

_რა სახის პრობლემების და როგორ?

როდესაც ერთი ბიზნესმენი საბაჟოზე კორუფციული სქემის გამოაშკარავებაში დაგვეხმარა და ერთერთი მაღალჩისნონის წინააღმდეგ ჩვენება მოგვცა, მას საბაჟოდან შემოუთვალეს, რომ მის საქონელს აღარ გამოატარებდნენ. მას კი საქონლის შესახებ ყველანაირი დოკუმენტი ჰქონდა და ჩვენ საბაჟოსთან ურთიერთობაში დავეხმარეთ.

ჩვენ მას მთავრობასთან პატიოსან ურთიერთობას დავპირდით. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა. ამ ადამინების ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ ვაქცევდით, პირიქით პატიოსანი ბიზნესის წარმოებაში ვეხმარებოდით. უკრაინაში არსებობს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, თუმცა ჯერჯერობით სრულად ვერ მუშაობს. აუცილებელია თანამშრომელთა წახალისება, რათა ამის შესახებ ყველამ გაიგოს.

2000-იანი წლების შუაში საქართველოში გადასახადებს არ იხდიდნენ და ყველა ორ ბუღალტერიას - თეთრსა და შავს აწარმოებდა. მსხვილ კომპანიებს ხშირად დისტრიბუტორები ძარცვავდნენ, რომლებიც ხელმძღვანელობას ემუქრებოდნენ, რომ მთავრობას მათი ორმაგი ბუღალტერიის შესახებ აცნობებდნენ. მაშინ ბიზნესმენები კანონიერ ქურდებს მიმართავდნენ და არა პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბიზნესს ბოლო მოეღებოდა. ჩვენ გავაკეთეთ მარტივი რამ: დავპირდით, რომ არ შევუმოწმებდით ბუღალტერიას ასეთი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევასი, რათა მათ ჩვენსკენ გადმოედგათ ნაბიჯი და კანონიერი მექანიზმები აერჩიათ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვასრულებდით ჩენს დანაპირებს და პარალელურად ვებრძოდით ქურდებს.

_ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასები - კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური გზაა?

თქვენ უნდა მოგცეთ პირდაპირი პასუხი კითხვაზე, რატომ არ არის მომგებიანი ქრთამის მიცემა და აღება. ქრთამი არ იქნება იქ, სადაც კარგი ანაზღაურება და პერსპექტივაა. ქრთამის აღების აზრზს ვერ ვხედავ, თუ საერთო სისტემა გაუმჯობესდება, თუ პენსია კარგია, ხოლო ცხოვრება მშვიდი იქნება. ღირსეული მატერიალური ანაზღაურება (ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, პენსია) და სასჯელის გარდაუვალობა - აი, ეს არის კითხვაზე პასუხი.

_კორუფციასთან ბრძოლა საიდან უნდა დაიწყოს? ოლიგარქებიდან, მაღალჩინოსნებიდან?

კორუფციასთან ბრძოლა სამართალდამცავი ორგანოებიდან უნდა დაიწყოს. ისინი დათმობების გარეშე უნდა გაიწმინდოს. ამჟამად გენპროკურატურაში მე პერსპექტივას ვხედავ, რადგან იქმნება გენერალური ინსპექცია, რომელიც სისტემის გაწმენდით დაკავდება. ამასთანავცე მნიშვნელოვანია ლიბერალური საგადასახადო სისტემა, დერეგულაცია და თანამედროვე სახელმწიფო მომსახურებები.

_რაც შეეხება კორუმპირებულ სასამართლოს? მოსამართლეების გარეშე ხომ არანაირ რეფორმას არ ექნება აზრი?

უკრაინას დასაწყისისთვის სჭირდება თუნდაც ერთი სუფთა კუნძული, თუ გაიწმინდება პროკურატურა, შსს, ანტიკორუფციული ბიურო, მოსამართლეები ვეღარ შეძლებენ კორუფციის დამთესველებად დარჩნენ. ამჟამად უკრაინაში მოსამართლის გათავისუფლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით არის შესაძლებელი, რადგან მათ აქვთ იმუნიტეტი და მათი დაპატიმრება და ბრალის წაყენება შეუძლებელია. საქართველოში ჩვენ კონსტიტუციიდან ეს ნორმა ამოვიღეთ და სასამართლოები გავწმინდეთ. 3 წლის განმავლობაში ჩვენ 310 მოსამართლიდან 30 დავაპატიმრეთ. თქვენ რატომ არ უნდა გააკეთოთ ასე? ქრთამის ამღებს იმუნიტეტი არ უნდა ჰქონდეს. ასევე მოვექეცით ჩვენ დეპუტატებსაც, მათ შორის ჩვენ თანამოაზრეებსაც. უკრაინაში ჩემი აზრით აუცილებელია შეიქმნას სპეციალიზირებული ანტიკორუფციული სასამართლო. ის უნდა შეიქმნას ნულიდან, ახალი პატიოსანი მოსამართლეებით.

_ თქვენ უკვე აღმოაჩინეთ უკრაინული რეფორმების მთავარი მუხრუჭი?

უკრაინას არ გაუმართლა, იმიტომ რომ ის იყო ყველაზე წარმატებული სსრკ-ს დროს. ამიტომ ახლა უკრაინის ხელისუფლებას ცვლილებების პოლიტიკური ნება კი აქვს, მაგრამ ბიუროკრატია მეტად ძლიერი და ორგანიზებულია, ვიდრე საქართველოში 10 წლის წინ. თქვენი ქვეყნის ხელისუფლების მისწრაფების შეჩერება რომელიმე მინისტრის მოადგილესაც კი შეუძლია. ის იტყვის, რომ რომელიმე დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ეს მის სამუშაო ინსტრუქციაში ან კანონში არ უწერია. ე.ი უნდა შეიცვალოს ინსტრუქცია, კანონები, შემდეგ კი მინისტრის ეს მოადგილეც. ბიუროკრატიის მხრიდან გაგებას ვერასოდეს ვერ მიაღწევთ. სჯობს, დაიქირაოთ ის, ვინც ბიუროკრატი არასოდეს ყოფილა და რომელიც 1965 წელს მიღებულ სულელურ ინსტრუქციებს არ მისდევს, რომელსაც აზროვნებაში ბარიერები არ გააჩნია.

_ბევრი თვლის, რომ რეფორმები საერთოდ არ ტარდება, ყოველ შემთხვევაში ისინი ან არ არის აშკარა ან ხალხში აღშფოთებას იწვევს...

მე ვიცი, რომ ზოგიერთი უკრაინელი ვერ გრძნობს ვერენაირ ცვლილებას. მაგრამ ამჟამად არ არის ისეთი კორუფციული პირამიდები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღარ შედიან ფულით დატვირთული მანქანები. ჩვენ კორუფციას საბაჟოზე და გარემოს დაცვის სამნისტროში 4-6 წელი ვებრძოდით. ანტიკორუფციული ბიურო დაგვეხმარება ეს აქ სწრაფად გავაკეთოთ. თუ შეიქმნება ანტიკორუფციული სასამართლო, თქვენ გექნებათ მთელი ჯაჭვი და ციკლი კორუფციასთან საბრძოლველად.

_რამდენად საჭირო იყო ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა? განა ცოტაა სამხრეებიანი ადამიანები უკრაინაში?

შესაძლოა საქართველოში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ შემექმნა ანტიკორუფციული ბიურო, ჩვენ ასეთი არ გვქონია. მაგრამ ეს თქვენი არჩევანია. ბევრ ქვეყანაში ასეთი ბიურო იყო და მათ კარგი შედეგი აჩვენეს, მაგალითად ჰონკონგში. ყოველ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო საჭირო იყო, რომ დრო არ დაგვეკარგა- აზრი არ ჰქონდა ლოდინს, თავისით როდის დაიწმინდებოდა პროკურატურა და შსს.

_თქვენ კონსულტაციებს ვინმე უსმენს თუ უბრალოდ ამის შთაბეჭდილებას ქმნიან?

ისე არ ხდება, რომ ჩვენი რეკომენდაციები სრულად შესრულდეს. აქ სხვა პოლიტიკური კონტექსტია. თუ რამემ იმუშავა საქართველოში ეს არ ნიშნავს იმას , რომ უკრაინაშიც აუცილებლად იმუშავებს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს იგნორირებას არ ახდენენ, ზოგიერთ კონსულტაციას იღებენ, ზოგიერთს არა. ყველა შემთხვევაში , რეფორმებს რჩევებით ვერ განახორციელებ. რეფორმა- ეს პირველ რიგში თავად უკრაინელების საქმეა, მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვითოთ რა არის სწორი და რა - არა.

_აქ მუშაობის რა მოტივი გაქვთ?

ჩემი მოტივაცია მარტივია. თუ უკრაინა გახდება თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, საქართველოსაც ექნება შანსი, ბნელი გვირაბიდან გამოვიდეს. თუ უკრაინა ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ჩვენ ერთად გავხდებით ევრაზიული კავშირის წევრები და საქართველო შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინის გამარჯვება - ეს საქართველოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42