"დადგა დრო, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას"
პოლიტიკა - 17:57, 18 May, 2015     1059

„დადგა დრო, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომავალი ვარშავაშის სამიტი სწორედ ამისთვის შესაბამისი ადგილია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბუდაპეშტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას. 18 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიწვევით, მან სიტყვით მიმართა პლენარული სხდომის მონაწილეებს. „ეს ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის ამ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეფორმებზე, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ორიენტირებული პროექტები არ არის და საქართველოს სურს იყოს უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება ღია ბაზარი და დაცული იქნება კანონის უზენაესობა.

„საქართველოს სვლა ნატო-სკენ შეუქცევადია. ჩვენი ვალდებულება ევრო-ატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურაში უკვე ცხადია. თუნდაც, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის შეტანილი ყველაზე დიდი წვლილით. საქართველო,შეიძლება, არ იყოს ალიანსის სრული წევრი, მაგრამ იურიდიულად, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, ჩვენ უკვე ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული და მოსურნე კონტრიბუტორები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დღეს, საქართველო პოლიტიკურად და ტაქტიკურად ისეთივე მომზადებულია ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც ნატო-ს ამჟამინდელი რამდენიმე სრულფასოვანი წევრი, როდესაც ისინი ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიეს.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობას არ შეუძლია, არ იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების ფასი უკვე მაღალია, რადგან შავი ზღვა ნატო-ს რეგიონია. მეორეს მხრივ, უსაფრთხოების პოტენციური სარგებელი მაღალია - აბრეშუმის გზა, მაგისტრალები, მილსადენები, რკინიგზა, რომელიც მოსკოვის ყოველგვარი ნებართვის გარეშე დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ეს არ მოხდება, ან გადაიდება ჩვენს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე. ამის საუკეთესო მტკიცებულება რუკაა - ერთი დახვედა რუკაზე საკმარისია, რომ ეს დაინახო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინაში არსებული კრიზისი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად უნდა გადაწყდეს. „რუსეთის ღია სამხედრო კამპანია სხვა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, თანმიმდევრული და მუდმივი. მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს და გადაუხადოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ფასი უკრაინას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ უნდა იქნას დაშვებული, რომ 2014 წელი 2008 წლის გაგრძელება იყოს.

„ღია კარის“ პოლიტიკა ახლა მოახდენს დემონსტრირებას იმისა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ნატო-ს წევრი ქვეყნების დაჩაგვრას და დავამტკიცეთ, რომ არსებობს წითელი ხაზები. დადგა დრო, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომავალი ვარშავაშის სამიტი სწორედ ამისთვის შესაბამისი ადგილია. როგორც ყოველთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს - ნატო-ს წევრი ქვეყნების პასუხისმგებელი პოლიტიკოსების - მოვიდა დრო საქართველოსთვის პასუხისმგებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. აქედან გამომდინარე, ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით [ნატოს] წევრობის სამოქმედო გეგმის ან იმ დეკლარაციის მიღებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება არ ესაჭიროება“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42