მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს საინტერესო პროექტების განხორციელებაში - პრემიერი ბიზნესმენებს
პოლიტიკა - 14:54, 18 May, 2015     1153

აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, გამორჩეული რესურსები და მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაგიჭერთ რეგიონში პერსპექტიული და საინტერესო პროექტების განხორციელებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ ბიზნესმენებს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბათუმში მსოფლიო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროექტი შეჩერებული იყო და მშენებლობის გაგრძელება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არსებული პრობლემების გადაჭრის შედეგად მოხერხდა.

პრემიერმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2012 წლის შემდეგ აჭარაში გახსნილი სასტუმროების და მიმდინარე პროექტების შესახებ:

· გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“;

· სასტუმრო „აპარტოტელი“, ინვესტიციის ოდენობით 5 მლნ დოლარი;

· ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“,ინვესტიციით - 137 მლნ დოლარი;

· სასტუმრო „ცენტრო-მედი“, ინვესტიციის ოდენობით 2,5 მლნ დოლარი;

· მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია;

· 2014 წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა და 276.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 42%-ია. 2013 წელს ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;

· განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;

· შპს “Rekan Group Georgia” ახალ ბულვარში აშენებს სასტუმრო კომპლექსს, 50 000 000 დოლარის საინვესტიციო ღირებულებით;

· „ორბი ჯგუფი“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს და აპარტამენტებს აშენებს, განხორციელდება 30 000 000 ლარის ინვესტიცია;

· შპს „იალჩინი“ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს, ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42