ამის შესახებ ამერიკული გაზეთი ''The Hill'' იუწყება.
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულ მთავრობას შორის დაძაბულობამ გასულ კვირას იფეთქა, როცა დემონსტრანტებმა პრეზიდენტს ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და საჯარო მოხელის დაკავების ბრძანება გასცა," - წერს გაზეთი.
"ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად. მოგიწოდებთ, არსებული კრიზისის საპასუხოდ, სრული დიპლომატიური რესურსი გამოიყენოთ", - ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები, რომელიც აშშ-ს ორივე პარტიის წევრები არიან:
მაიკლ ტერნერი, აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ("რესპუბლიკელი", ოჰაიოს შტატი); მარიო დიაზ-ბალარტი ("რესპუბლიკელი", ფლორიდას შტატი), ბილ შუსტერი, "ტრანსატლანტიკური დიალოგის" თავმჯდომარე ("რესპუბლიკელი" პენსილვანიის შტატი) და ელისონ შვარცი ("დემოკრატი", ''Congressional Georgia Caucus''-ის თანათავმჯდომარე).
გაზეთი, აგრეთვე იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ "რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილის მთავრობამ დაიქირავა ლობისტები თავისი, როგორც საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიის ინტერესების წარმოსაჩენად აშშ-ის კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წინაშე."
მასალის გამოყენების პირობები






