აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. მისი თქმით, თავად დონეცკის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ მედიიდან გაიგო და მას ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ უნახავს.
„მადლობელი ვარ, თუ ეს ასეა, მაგრამ საჭიროა დავფიქრდეთ სხვა რამეზეც. თავად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დღეს, უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის პირობით დარჩენასა და კიევთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობენ. ამიტომ, პერსპექტივაში ჩვენ გადავხედავთ, თუ როგორ მოვიქცეთ” - განაცხადა ხაჯიმბამ ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, 11 მაისს დონეცკმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების დოკუმენტის გადაცემის ამსახველი კადრები კი რუსულ მედიაში გავრცელდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






