,,ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში მზად არის, რომ სიკვდილს შეხედოს თვალებში. მოდის სამოქალაქო პირი და ეუბნება, რომ ის არის ფულზე გაყიდული. ყველა ადამიანმა მინიმუმ ათჯერ უნდა იფიქროს, ვიდრე რამეს იტყვის. ჩვენი ბიჭები ასრულებენ თავის მოვალეობას ავღანეთში იმისათვის, რომ მათი ქვეყანა იყოს უფრო დაცული. საუბარი იმაზე, რომ ისინი იქ მიდიან ფულის გამო, ეს ჩემი აზრით არის შეურაცხყოფა“ - აცხადებს შაშკინი.
,,ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელის დღეს ისაუბრებს იმაზე, რომ აუცილებელია საქართველომ განახორციელოს ეს მსხვერპლშეწირვა ავღანეთის და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის, მან უნდა გათვალოს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მიდიან სამშვიდობო მისიებში, მიდიან გარკვეული ანაზღაურების ხარჯზე“ - ეს განცხადება ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, 2013 წელს გადაცემა ,,პოლიტმეტრში“ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






