რა პასუხი აქვს ანა დოლიძეს ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
პოლიტიკა - 21:49, 17 May, 2015     4646
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამბობს, რომ 2013 წელს გადაცემა ,,პოლიტმეტრში“ კონტექსტი იყო სხვა, ხოლო გავრცელებულ ვიდეოში ეს კონტექსტი დაკარგულია - დოლიძე ,,პოსტსკრიპტუმთან“ იმ განაცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან პოლიტმეტრში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან დებატებისას გააკეთა.

2013 წლის ,,პოლიტმეტრის“ ეთერი - დებატები შაშკინსა და ანა დოლიძეს შორის ,,ნიუპოსტმა“ 16 მაისს გამოაქვეყნა, სადაც დოლიძე ამბობს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროები ფინანსური ანაზღაურების გამო მიდიან.

დოლიძე ,,პოსტსკრიპტუმთან“ აცხადებს, რომ ის კანანდიდან საქართველოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ემსახუროს საქართველოს. დოლიძე ამბობს, რომ მისთვის ანზღაურება არ არი მთავარი ,,მე კანადის სახელმწიფოში, დაკავებულ თანამდებობაზე, მქონდა ანაზღაურება, რომელიც ბევრად უფრო აღემატება იმას, რაც აქვთ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ანაზღაუება არ არის“.

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შაშკინთან დებატების დროს, დოლიძე აცხადებს, რომ მაშინ დაიჯერებს გულწრფელობას, თუკი პოლიტიკური ელიტის შვილებიც ჩვეულებრივი ქართველებივით იქნებიან ჩართული, როგორც ჩვეულებრივი ქართველები.

არის თუ არა მთავარი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის ფინანსური ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ, დოლიძე ამბობს, რომ ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტის ორმაგ დამოკიდებულებას ეხებოდა.

,,ყველა საკითხი რომელიც ეხება თავადცვის სფეროში მონაწილეობას და მათ შორის სამხედრო სამსახურში, მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩემი კომენტარები დიმიტრი შაშკინთან მიმართებაში ეხებოდა იმ ორმაგ დამოკიდებულებას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა ამ სფეროს მიმართ“ - აცხადებს დოლიძე.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა პატრიოტიზმი დემაგოგია, როგორც ამას ის გადაცემაში მიუთითებდა, დოლიძემ ამის პასუხად ვაჟა ფშაველა მოიშველია.

,,ჩვენ ვდგავართ ვაჟა ფშაველას ძეგლთან და მისი ნაწარმოები არის მთავარი მაჩვენებელი და დამდასტურებელი იმისა, რომ პატრიოტიზმი არის ადამიანის არსებობის და შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ძალა“ - აღნიშნა დოლიძემ და დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა პატრიოტიზმის გამოხატულებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42