აბაშიძეს მიაჩნია, რომ ცენტრის თანამშრომლები ბუბა კუდავას მეგობრები არიან და მათთან შეხვედრას არ არპირებს.
"არავითარი სურვილი არ მაქვს ამ ინსტიტუტში შევდგა ფეხი. არ უნდათ თანამშრომლებს და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის რაც აქვთ. მე რა საკვირველია ხვალ სამსახურში არ მივალ. მუხლის ჩოქვით, რომ მოვიდნენ მე იქ ფეხს არ შევდგამ,"- აცხადებს ზაზა აბაშიძე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა. გადაწყვეტილება გადაწყვეტილება ამის შესახებ განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის წინაშე ზაზა აბაშიძე და სხვა კანდიდატები გუშინ წარსდგნენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშის დანიშვნას, ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ეხმაურება. ბუბა კუდავა აცხადებს, რომ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება იყო წინასწარ დადგმული სპექტაკლი. კუდავა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ განათლების მინისტრი მოქმედებდა.
მასალის გამოყენების პირობები






