პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სოფლის მეურნეობის მინისტრი სპეციალურ გეგმას შეიმუშავებს სფეროს აღსადგენად.
"მეჩაიეობას ყურადღება აღარ ექცევა. ჩაის კულტურის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი სპეციალურად გურიისთვის შეიმუშავებს გეგმას და უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მას. ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ხდება, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ. გვინდა, რომ ადგილობრივი მოქალაქეები დავასაქმოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებსაც მიმართა და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. ღარიბაშვილმა გომის მთის შესახებაც ისაუბრა.
"ინვესტორებს აქვთ იდეალური შესაძლებლობა, რომ გომის მთით დაინტერესდნენ. ინფრასტრუქტურას ჩვენ მოვაწესრიგებთ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.'
მასალის გამოყენების პირობები






