"დაგვაკავენ მშვიდობიანი აქციის დროს, აქციის მიზანია გაგვეგებინებინა, მიგვეტანა ინფორმაცია იმ ადამიანებამდე, ვინც არ იცის, რომ გურიას ყავს მოძალადე გუბერნატორი, ეს ადამიანი არის მოძალადე და გურიას არ სჭირდება მოძალადე, "კაგებეშნიკი" გუბერნატორი, გურიას სჭირდება კრეატიული ადამიანი ხელმძღვანელად, რომელსაც შეუძლია ზრუნვა ხალხის კეთილდღეობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ გვქონდა მხოლოდ საინფორმაციო, რომლის დროსაც დაგვაკავეს, თითქოს ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული"-გვითხრა დავით მჟავანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საპატრულო პოლიცია, ქვეყნის პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთიდან წასვლას ელოდება, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის წინ მდგომ მანქანაში დატყვევებულ "ნაციონალებს" ოზურგეთის სასამართლოში გადაიყვანენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მჟავანაძესა და ქათამაძეს სასამართლო 50-50 ლარიან ჯარიმას შეუფარდება ადმინისტრაციული სასჯელის სახით.
"ენმ" ისა და "თავისუფალი ზონის" ადგილობრივი ლიდერები, ოზურგეთის საპატრულო პოლიციამ, დღეს, 12 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, მაშინ დააკავა, როცა ისინი ქუჩებში აკრავდნენ სტიკერებს გურიის ახალი გუბერნატორის, გია სალუქვაძის გამოსახულებით, რომელზეც იყო წარწერა :"მოარიდეთ ბავშვებს".
ირაკლი ღარიბაშვილი გურიას დღეს დილიდან სტუმრობს.
პირველად მან ჩოხატაური, შემდეგ კი ოზურგეთი მოინახულა და რამდენიმე საწარმო ანასეულსა და სოფელ გურიანთაში, დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები






