ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნას ცენტრის თანამშრომლები აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალ დირექტორს არ მიიღებენ.
როგორც ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, კომისიამ ბუბა კუდავას არჩევასთან დაკავშირებით თანამშრომელთა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. მათ პროტესტის ნიშნათ აქცია მოაწყვეს, სადაც მიტანილი ჰქონდათ პლაკატები, წარწერით - "ვაპროტესტებთ სამეცნიერო საზოგადოების აზრის იგნორირებას", "ვაპროტესტებთ კომისიის ტენდენციური წევრებით დაკომპლექტებას" და ასე შემდეგ.
„როდესაც ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს კონკურსი, როცა განათლების სამინისტროსთან ისედაც დაძაბული ურთიერთობაა, არ შეიძლება, რომ კომისია დიდწილად სამინისტროს კადრებით იყოს დაკომპლექტებული“, - განაცხადა სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარემ, შალვა გლოველმა.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა.
ფოტო: ტაბულა
მასალის გამოყენების პირობები






