კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა - რა საკითხებზე იმსჯელეს "ქართული ოცნების" წევრებმა
პოლიტიკა - 20:44, 16 May, 2015     1300

EBRD-ის რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრის შედეგები განიხილეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კავკასიაში პირველად, საქართველოში ჩატარებული ღონისძიების მნიშვნელობას და მას წარმატებული უწოდა.

სხდომაზე კოალიციის ლიდერებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და მიმდინარე პროცესები შეაჯამეს. საუბარი შეეხო თბილისის განვითარების თემებს. თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015″-ისთვის მზადების პროცესზე. საუბარი ასევე შეეხო 2017 წელს საქართველოში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში ახალგაზრდებს შორის. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებად შეაფასა.

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა დაესწრო, რომელმაც კოალიციის ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის შესახებ. აღინიშნა, რომ ბიუროს მიერ, OECD-ის ექსპერტების ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება საზოგადოებას დისკუსიისთვის, ხოლო სექტემბრის ბოლოს მას საქართველოს მთავრობა განიხილავს. კანონპროექტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საჯარო მოხელეთა სახელფასო სისტემის მოწესრიგება, პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირება, მოხელეთა შეფასების სამართლიანი სისტემის შექმნა, საჯარო სამსახურში მიღების წესი, პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვა, მათი უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური წარმოების წესი… ასევე, შემუშავების პროცესშია საჯარო მოხელეთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, რომელსაც წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42