რიგის სამიტზე უნდა დაფიქსირდეს მზაობა ჩვენი რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ - ბერუჩაშვილი
პოლიტიკა - 14:49, 16 May, 2015     1154

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს რიგის სამიტზე მკაფიოდ დააფიქსირონ მზაობა რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ.

ამის შესახებ ნათქვამია თამარ ბერუჩაშვილის სტატიაში, რომელსაც ევროკავშირის 14-მდე ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"21 და 22 მაისს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 34 ქვეყნის ლიდერი მოიყრის თავს. ამ დროისთვის ჩვენს წინაშე მდგარი გეოპოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ რეალობისგან, რომელიც ჩვენს ბოლო შეხვედრას შეესატყვისებოდა. ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში, რუსეთის ფედერაციამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ქვეყნის უფლება თავად გააკეთოს სუვერენული არჩევანი და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, მაგრამ მას შემდეგ მოსკოვი კიდევ უფრო შორის წავიდა და მისმა მცდელობამ ჩამოეშალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საბაზისო პრინციპები, კიდევ უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდეს მზაობა ჩვენი რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ და ამ ხედვის რეალიზაციისთვის კონკრეტული ზომების მხარდაჭერა. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ამ სურათის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინციატივის წარმატებასა და მნიშვნელობაში, სწორი აზრის შესაქმნელად, საქართველო უნდა გაიხსენოს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა კონკრეტულ ჩარჩოს ქმნის ამ ხედვის რეალიზაციისთვის, რაშიც 2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მხოლოდ ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ უდიდესი ნაბიჯები გადავდგით ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების თვალსაზრისით. ვამაყობთ, რომ დღეს საქართველო აღიარებულია როგორც რეგიონული ლიდერი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და საინვესტიციო საქმიანობისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემო შექმნის კუთხით, ასევე როგორც ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროაქტიური კონტრიბუტორი.

უმნიშვნელოვანესია ის სარგებელი, რომელსაც ამ ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის შედეგად როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ ჩვენს რეგიონს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მისაღწევად, რომელსაც ყველა ვესწრაფვით. საქართველოში ყველანი კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს წინაშე მდგარ როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებს. ჩვენ სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ შევინარჩუნოთ შიდა რეფორმების ტემპი, გვწამს, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესების ურთიერთშეხამების გზით, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულ, ტრანსპარენტულ კრიტერიუმებს დაემყარება.

ამგვარი თანაფარდობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ის, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ევროკავშირი რიგაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად, რაც განვითარების საერთო პროგრამის ნაწილია. ჩვენი მიზანი იყო დაგვენახებინა ხალხისთვის, რომ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევას ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია. დღეს, როდესაც ტექნიკური მოთხოვნები უკვე შესრულებულია, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს უფრო მეტ ტურიზმს, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ის ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, ხოლო მომავალ თაობებს ერთიან ევროპულ ოჯახში მტკიცე ადგილს დაუმკვიდრებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების ხალხებს ის ნათლად დაანახებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას დაასრულებს თავის დაპირებებს. ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია წარმოადგენს იმ ხელშესახებ ჯილდოს რეფორმებისთვის, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ და ახალ ბიძგს მისცემს შემდგომ ძალისხმევას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ის იქნება ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ რა სარგებლის მიღება შეიძლება საქართველოს სახელმწიფოსთან რეინტეგრაციით, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ის რეფორმების ნამდვილ სტიმულად იქცევა.

არსებული რთული კონტექსტის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვა და ღირებულებები არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რიგის სამიტზე, რომ ეს ხედვა და ღირებულებები შესაძლოა და უნდა იქცეს ხელშესახებ სარგებლად რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის", - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42