საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ელჩი მიიჩნევს, რომ არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
„ხვალ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მე-11 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას და ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული. არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ვუერთდებით ყველას, ვინც საქართველოში ამ დღის მშვიდობიანი აღნიშვნისათვის შრომობს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






