"დავინახოთ, რეალური მტერი ვინაა, პუტინი რომ აღარ იქნება, უკეთესი სიტუაცია იქნება?!“- პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 23:10, 15 May, 2015     2041
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით მოსაზრება იმის შესახებ , რომ საქართველოს პრობლემა და მტერი მხოლოდ პუტინია საქართველოს აკნინებს:

„კეთილი ვინებოთ და ნუ ვაკნინებთ სახელმწიფო საქართველოს, ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი, მტერი შეიძლება იყოს რუსეთი. პუტინს აქვს 75%-იანი ნდობა რუსეთში და კეთილი ვინებოთ და ამას თვალი გავუსწოროთ . ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ის ვინც ჩვენ გვინდა. ამიტომ ეს არის ჩვენი რაღაც პრიმიტიულობისა და პროვინციალიზმის დამოკიდებულება, რომ ერთ ადამიანზე გადაგვაქვს და ვამბობთ ორი რუსეთი, სამი რუსეთი. მედვედევი იყო პრეზიდენტი და კაციშვილი ხმას არ იღებს მედვედევზე. კეთილი ვინებოთ გავახილოთ თვალები და დავინახოთ რეალური მტერი ვინაა... პუტინი, რომ აღარ იქნება უკეთესი სიტუაცია იქნება?!“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

„რუსული ოკუპაცია და რუსული ანექსია მკაფიოდ გამოკვეთილია. ამიტომ, პიროვნებებში კი ნუ ვეძებთ პრობლემებს, დავინახოთ რეალური, ნამდვილი საფრთხე და ამ საფრთხეს ვებრძოლოთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, ზაქარეიშვილის მტკიცებით, სოციოლოციური კვლევა არ შეიძლება აბსოლუტურად მისაღები ან მიუღებელი იყოს.

მისივე თქმით, კვლევაში მონაწილე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა 31%-იანი მაჩვენებელი შეიძლება სერიოზული შეტყობინება იყოს.

„არასდროს ვენდობი სოციოლოგიურ კვლევებს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს. სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების სარკე არ არის. სოციოლოგიური კვლევა თვითონ საზოგადოების ნაწილია და არა საზოგადოების ფოტოსურათი. ამიტომ, ანალიზი სჭირდება მას და არა ემოციური დამოკიდებულება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42