რუსულმა პროპაგანდამ წალეკა საქართველო და ჩვენ კაპიტულაცია გვაქვს გამოცხადებული - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 22:46, 15 May, 2015     1784
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა და ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში უფრო მეტად დახმარებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის წინაშე არ დამდგარიყო. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„დასავლეთმა ვერ თუ არ გააკეთა, ის რომ ამ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეზრუნა. სწორედ დასავლეთის დახმარებით სამხრეთ კორეამ შეძლო ეკონომიკური სასწაულის ქვეყნად და ჩრდილოეთ კორეის საპირწონედ ქცეულიყო. იმი საუბარი რომ გვერდით რუსეთია და მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავით არაფერს არ ამართლებს, სხვანაირი მიდგომები იყო საჭირო. საქართველო უნდა ქცეულიყო ეკონომიკური სასწაულის ქვეყნად. რეგიონშ და დღეს აღარ დადგებოდა ის საკითხი, რაც თქვეს, რომ ზოგიერთი ვაშლზე ყიდის ქვეყანას. ადამიანები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებულნი არიან ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე დადგნენ.“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ჰიბრიდულ ომს ორი მიმართულებით აწარმოებს, ეს არის საინფორმაციო და ეკონომიკური პოლიტიკა. ხათუნა ლაგაზიძის თქმით ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა და ალტერნატივა არ გააჩნია.

„ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი რეალურად მიდის, ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა და პროპაგანდა, რომელმაც წალეკა საქართველოს საინფორმაციო სივრცე და ჩვენ სამწუხაროდ კაპიტულაცია გვაქვს გამოცხადებული ამ საინფორმაციო პოლიტიკის წინაშე. მე ვერ ვხედავ ორგანიზებულ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც შეძლებდა ამ ნაკადის დაბალანსებას, რუსეთს თავისი მიზნები რომ აქვს გასაგებია, მაგრამ შენ რომ სახელმწიფო ხარ, შენც ხომ უნდა გქონდეს ალტერნატივა. მეორე მხარე ამ ომის არის ეკონომიკური პოლიტიკა, რუსეთი ცდილობს გაცილებით ხანგრძლივვადიანად და მძლავრად დაამყაროს საქართველოზე გავლენა, ვიდრე ამას მოახერხებდა ტანკებით.“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42