დავით ნარმანია ამანის მუნიციპალიტეტის მერს აქელ ბილტაჯის შეხვდა
პოლიტიკა - 19:50, 15 May, 2015     1334
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია იორდანიის დედაქალაქ ამანის მუნიციპალიტეტის მერს აქელ ბილტაჯის შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე ორი დედაქალაქის მერმა თბილისსა და ამანს შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ უკვე მზად არის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მომავალი წლისთვის იგეგმება საქართველოსა და იორდანიის დედაქალაქებს შორის დაძმობილება. „არსებობს მთელი რიგი სფეროები, სადაც ჩვენ გვაქვს წარმატებული რეფორმები, რომელსაც გავუზიარებთ მათ. თავის მხრივ, ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ იმ ძირითადი მიდგომების შესახებ, რითაც ქალაქის მართვა ხდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„საქართველოსა და იორდანიას შორის არის დიპლომატიური ურთიეთობები. ჩვენ გვსურს, რომ დედაქალაქებს შორისაც გაფორმდეს თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები და შეთანხმებები სხვადასხვა სფეროებში. მათ შორის კულტურულ, ტურისტულ საინჟინრო და ინფრასტრუქტურულ სფეროებში, რადგან ამ მიმართულებით ეს განსაკუთრებით საჭიროა“, - განაცხადა ამანის მერმა.

შეხვედრის დასასრულს აქელ ბილტაჯიმ დავით ნარმანია ამანში მიიპატიჟა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42