გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადება ცხოველების დახოცვასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 16:53, 15 May, 2015     1765

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ცხოველების დახოცვასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მოსახლეობასა და მათ ქონებაზე (მათ შორის შინაურ ცხოველებზე) გარეული ცხოველების თავდასხმებისას, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია თავდამსხმელ გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ქმედებების განხორციელების სამართლებრივი მექანიზმები.

აღნიშნულზე დაყრდნობით, გარეული ცხოველების მოსახლეობასა და მათ ქონებაზე თავდასხმისა და ზიანის მიყენების საფრთხის პრევენციის მიზნით, ხორციელდება თავდამსხმელი გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების (მათ შორის გარემოდან ამოღების) უფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე დელეგირება (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით) და არა ცხოველთა დახოცვის ნებართვის გაცემა.

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი დათვის თავდასხმებისას სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია პრევენციული ღონისძიებების გატარებისაკენ, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული სათანადო ზომები და არ გახდეს საჭირო მათი გარემოდან ამოღება. ამ კუთხით სამინისტროს, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთობილვად აღებული აქვთ ვალდებულება (ხელშეკრულების თანახმად) უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირება გარეული მტაცებელი ცხოველების თავდასხმების თავიდან აცილების და შემცირების მიზნით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. ამ მიზნით, სამინისტროს წარმომადგენელის ადგილზე მივლინების შედეგად, იმ მუნიციპალიტეტების მოსახლოებას განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათვის ინდივიდის გარემოდან ამოღების ქმედება წარმოადგენს ერთჯერად ღონისძიებას, რომელიც გარეულ ცხოველთა თავდასხმების პრობლემის გადაჭრის კუთხით ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ მასთან ერთად არ იქნა გატარებული ქმედებები, რომლებიც მიმართულია საკითხის გრძელვადიან მართვაზე და მოიცავს პრობლემის გადაჭრის უფრო მდგრად მიდგომებს, მათ შორის:

_ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გარეული ცხოველების თავდასხმების გახშირებას იწვევს ტერიტორიაზე დაუცველი, ან ნაკლებად დაცული საქონლის არსებობა, მოსახლეობის მიერ არ უნდა იქნას შინაური ცხოველები მწყემსებისა და ძაღლების (სპეციალურად გაწვრთნილი მეცხვარე ძაღლები) გარეშე გაშვებული საძოვარზე, ტყეში და/ან ტყისპირა ტერიტორიებზე;

_ აღსანიშნავია, რომ უკანონოდ და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე განთავსებული ნარჩენები (განსაკუთრებით ცხოველური ნარჩენები), როგორც საკვების მოპოვების იოლი წყარო, ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს გარეული მტაცებელი ცხოველების მოსაზიდად. ამიტომ არ უნდა იქნას გაშვებული საძოვარზე ავადმყოფი შინაური ცხოველები. მათი დაცემის, ან დაკვლის შემთხვევაში ნარჩენები ღიად, ხევებში, თუ სხვა ადგილებში არ უნდა იქნას განთავსებული. მიზანშეწონილია ასეთი ნარჩენების 2,5 მეტრის სიღრმეზე დამარხვა.

საუყურადღებოა, რომ ზემოთ მითითებული ღონისძიებების შედეგად, ხელშეკრულებით დელეგირებული უფლების გამოყენება არ მომხდარა და არც ერთი დათვის ინდივიდი არ არის ამოღებული გარემოდან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება ფართოდ გავრცელებული საერთაშრისო პრაქტიკაა. მაგალითად: ევროპის ზოგ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, წლების განმავლობაში ხდება ირმის რიცხოვნების რეგულირება, რათა ირმის მომრავლებულმა რაოდენობამ ზიანი არ მიაყენოს ტყის ეკოსისტემებს. ასევე სულ ახლახან საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზის შემოგარენში მგლების რიცხოვნობის მატების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგულირების ღონისძიების ჩატარების შესახებ.

სტრატეგიული დოკუმენტის „2014-2020 წ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“ ერთ ერთ ამოცანას „ ადამიანსა და ველურ ბუნებას (განსაკუთრებით ველურ მტაცებლებს) შორის კონფლიქტის შერბილება“ წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით სამინისტროს ქმდებები მიმართულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მასზე ზრუნვისკენ. ამავდროულად, სამინისტრო მოწოდებულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობს დასაცავად და კვლავ განახორციელებს ქმედებებს ადამიანისა და მტაცებლის კონფლიქტის შერბილების და მოსახლოებისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცნობიერებს საკითხის აქტუალობას და სიმწვავეს. ვინაიდან სახეზეა, ერთის მხრივ თავდასხმებისგან დაზარალებული მოსახლეობა და მეორეს მხრივ, გარეულ ცხოველთა დაცვის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტრო ღიაა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან დიალოგისთვის",-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42