საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულია 60-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები.
სომხეთის მხრიდან საქართველოში, 2003-2014 წლებში 20.13 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სომხეთიდან განხორციელებული ინვესტიციებისოდენობა, წინა წელთან შედარებით, 139%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულია 548 საწარმოსომხეთის კაპიტალის მონაწილეობით.
სომხეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსათვის ერთ-ერთ მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სომხეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლისმონაცემების მიხედვით, ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 2.6%-ით და შეადგინა 1,325,635 ვიზიტორი. 0.5%-ით არის გაზრდილი ასევე 2015წლის იანვარი-აპრილში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა .
მასალის გამოყენების პირობები






