თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მრჩევლად მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალია დაინიშნა.
ამის შესახებ ხიდაშელმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვგეგმავთ, რომ სამინისტრი მაქსიმალურად ღია და გახსნილი იყოს მედიისთვის. ყველაფერი, რაც ამ სამინისტროში ხდება და ჩვენი საზოგადოების ინტერესში იქნება, თქვენ ყველაფერ ამაზე ხელი მიგიწვდებათ. მედიასთან იქნება რეგულარული შეხვედრები“, - განაცხადა ხიდაშელმა.
იმედა დარსალია სტუდია "GNS"-ის გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ჟურნალისტად მუშაობდა. ის ასევე იყო ტელეკომპანია "მე-9 არხის" და ტელეკომპანია "TV3"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა მოადგილეებიც დაასახელა. თინა ხიდაშელი პირველი მოადგილეს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე დაინიშნა.
ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იქნებიან იურისტი ბესიკ ლოლაძე და საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე. ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






