თინა ხიდაშელმა მოადგილეები წარადგინა
პოლიტიკა - 15:07, 15 May, 2015     7010
თავდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა.

თინა ხიდაშელი პირველი მოადგილედ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე დაინიშნა.

„დავით ებრალიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს კონტროლის პალატაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, შესაბამისად, პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იგი ჩაიბარებს, ფინანსების, ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებებს სამინისტროში" - აღნიშნა ხიდაშელმა მოადგილის წარდგენისას.

ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იქნებიან იურისტი ბესიკ ლოლაძე და საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე.

„ანას მთავარი დამსახურება არ არის ის, რომ ქალია. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და პრინციპული ადამიანია. ასეთად დაამახსოვრა მან თავი ყველას, როდესაც საია-ში მუშაობდა. ჩემი შერჩევის კრიტერიუმი მაღალი პროფესიონალიზმია. ანამ დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი. მისი ძირითადი მიმართულება იქნება უფლებები, ყველა ის თემა, რაც ქართველ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს, დაჭრილ ჯარისკაცებს უკავშირდება" -აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

„იგი გახლდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს" - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

განცხადება თავდაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42