სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების გამო დაკავებული გიორგი გუდაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„არ ინერვიულო გუდო!!! სულ მალე "სი-ენ-ენის "გადამღები ჯგუფი ჩამოდის და მერე ვანახებ მე ამათ ჟურნალისტურ გამოძიებას!
სირცხვილია სირცხვილი!!!რადგან გიორგიმ ვერ ამოიცნო თქვენს მიერ წარმოდგენილ ყმაწვილების ფოტოებზე მაყუჩიანი იარაღით ბანდიტი და თქვენ გაუხსნელი საქმე "შეგეტენათ"-ამიგომ აკავებთ დაზარალებულს???????
ეს სადაური წესია????
აი ამის გამკეთებელი დღეს თბილისის ქუჩებში წყნარად დასეირნობს!!!
ვინც სასიკვდილოდ გაიმეტეს და ღმერთმა გადაარჩინა-ის ოჯახში, კედელზე დაკიდებული მე-17საუკუნის დამბაჩის
გამო ციხეშია!!!!!!
ჯერ ნარკოტიკი ჩაუდეს გიორგი გუდაძეს,მერე მიხვდნენ,რომ სისულელე გააკეთეს-გუდო წამალს ცხოვრებაში არ გაკარებია და კიდევ უფრო დიდი უგუნურობა მოიფიქრეს!
არაუშავს!
ასეთები გვინახავს!
სულ ცოტა ხანში გაჩვენებთ ზოგიერთების სამხრეებს მათივე თავზე დახეულს!
ეს ქვეყანა თქვენი სათამაშო არ არის!!!!
ელოდეთ განსაცდელის ჟამს,ის უკვე ძალიან ახლოს არის თქვენთვის!“, - წერს მოროშკინა.
მასალის გამოყენების პირობები






