ფინანსთა მინისტრი ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც კალაძემ თქვა, რომ მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„როდესაც ვთქვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კომერციული საიდუმლოებაა და ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას ხელი არ მიუწვდება აღნიშნული ტიპის ინფორმაციაზე. შესაბამისად, ვერანაირად მივცემ ჩემს თავს უფლებას კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კახი კალაძემ გადაცემა "2030"-ში ჩართვისას განაცხადა, რომ მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცით, ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში თუნდაც "საქართველოს ბანკის" მიერ, "თიბისი ბანკის" მიერ რა ტრანზაქციები იქნა განხორციელებული, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფერის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






