„დაგეგმილია პროექტების საკმაოდ დიდი ზრდა. ყურადღების ცენტრში ენერგეტიკაა, განსაკუთრებით კი ჰიდროელექტროსადგურებია. საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს, როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება სჭირდება,“ - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
ჩაკრაბარტიმ ამ პროცესებში საბანკო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ EBRD-ს საქართველოდან აქციონერი ბანკები ჰყავს, რომლებიც უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის წევრები არიან. მისივე თქმით, ბანკი ასევე ყურადღებას მიაქცევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რადგანაც მისივე შეფასებით, აღნიშნული დარგის განვითარება რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„გვინდა, ეს რეგიონებში გადავიტანოთ და არამხოლოდ დედაქალაქ თბილისში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ქვემო ქართლის პროექტზე. ამასთანავე, განიხილება ძალიან საინტერესო ნავთობსადენის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტია,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






